Sunday, December 9, 2012



პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:
ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან,  10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში.
ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.
ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე)  კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში. ერთ ფინჯან ყავაში არის მოზრდილი ადამიანის სადღეღამისო დოზის დაახლოებით მესამედი PP ვიტამინი.
წყარო:http://barcelonismo.wordpress.com/2010/09/27/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%


”ყავის საიდუმლო”
ავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.
რაშია საიდუმლო?
რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.
მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.
წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას.
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.
მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.
წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.
მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.


                              
 ”მკურნალი ყავა”
ყავის მასტიმულირებელ თვისებებზე  დღეს ბევრს საუბრობენ. ის სამკურნალო 
თვისებებითაც გამოირჩევა.  არსებობს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც დამზადებულია კოფეინის დამატებით და ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციას დადგენილია, რომ ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცვლელი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალირებაზე, თუმცა ისე, როგორ ყველაფერმა, ყავის უზომოდ  მიღებამ შეიძლება, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 250 მლ-ზე მეტი ყავის დალევას შეუძლია, გამოიწვიოს აღგზნება, უძილობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ. სრულიად საკმარისია დღეში  3 - 5 ფინჯანი ნატურალური ყავა დავლიოთ, რომ ყავას შევეჩვიოთ და როგორც იტყვიან კოფემანები გავხდეთ.
 კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ კუჭის წყლულის დროს კი მავნებელია მასში შემავალი მთრიმალავი ნივთიერებების გამო.



ყავა და შვედეთის მეფის ექსპერიმენტი
ამერიკიდან ევროპაში ყავის პირველად შეტანამ დიდი ინტერესი გამოიწვია. არსებობდა რამდენიმე საწინააღმდეგო მოსაზრება იმის შესახებ სასარგებლო იყო თუ არა ეს სასმელი. 1674 წლისათვის ყავის მოხმარება შვედეთში კვლავაც აკრძალული იყო, მაგრამ თავადები მაინც ყიდულობდნენ და სვამდნენ მას. მეფე გუსტავ III შეშფოთებული იყო ამ ფაქტით და დააწესა მაღალი ჯარიმები <<ყავის აკრძალვის>> კანონის დამრღვევთათვის.გუსტავი დარწმუნებული იყო, რომ ყავა სერიოზულ ზიანს აყენებდა ჯანმრთელობას და ამის დასამტკიცებლად გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ამ დროისათვის ორ ტყუპ ძმას მისჯილი ჰქონდა სასიკვდილო განაჩენი და მის შესრულებას საპყრობილეში ელოდა. მეფემ მათ შესთავაზა სიკვდილის განჩენის შეცვლა სამუდამო პატიმრობით, იმ პირობით, რომ ერთი ძმა ყოველდღე სამ ჭქა ჩაის, ხოლო მეორე სამ ჭიქა ყავას დალევდა. ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ ტყუპებიდან რომელი დაავადდებოდა პირველი და მოკვდებოდა.


თუმცა გუსტავს არ ელოდა დამამტკიცებელი ფაქტის მიღება ყავის მავნებობის შესახებ, რადგან ორივე ძმამ მასზე და მეფის ექიმებზე დიდხანს იცოცხლა. <<ჩაის>> ტყუპისცალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო <<ყავისმამ>> რამდენიმე წლთ დიდხანს იცოცხლა. შეიძლება ითქვას რომ მეფის ექსპერიმენტმა ფიასკო განიცადა, თუმცა შვედეთში კანონი ყავის აკრძალვის შესახებ 1794 წლამდე.



”ყავა”
ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.